istoriuli soflebi  
  
 
 

aCabeTi

ძველი სოფელი და ციხე მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი სოფლები ზემო აჩაბეთი და ქვემო აჩაბეთი ქურთის მუნიციპალიტეტში). ქართული წყაროების მიხედვით, გვიანდელი ფეოდალურ ხანაში აქ იყო „სასახლე და ციხე მეფეთა“. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აჩაბეთი მთელ ხევსაც რქმევია. VII საუკუნეში სომხეთის გეოგრაფია ქართლის სხვა ოლქებს შორის ასახელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს - „აჩაბეთის ხევს“.

1744 წელს ერეკლე ბატონიშვილმა (შემდეგში ერეკლე II) აჩაბეთთან დაამარცხა გივი ამილახვარი და მისი დამხმარე ოსმალთა ჯარი. აჩაბეთს უკავშირებენ ანჩაბაძეთა საგვარეულოს, რომელთა ადგილსამყოფელსაც აღნიშნავდა „აჩაბეთი“. ამ უკანასკნელისაგან მოგვიანებით წარმოდგა ახალი ფეოდალური საგვარეულო სახელი „მაჩაბელი“.


მხარე  
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი